logo
ENG



ბელარუსული ოპოზიციის ლიდერი ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარეს

30 ნოე 202209:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/30/5tld4aoilr39eaf.jpg

ბელარუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მარია კოლესნიკოვა, რომელიც უკვე ორ წელზე მეტია ციხეშია იმყოფება, საავადმყოფოში გადაიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარეს. ინფორმაციას ამის შესახებ ოპოზიციონერის და ადასტურებს.

თავდაპირველად კოლესნიკოვას მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ვიქტორ ბაბარიკოს შტაბმა, რომელიც ასევე ციხეში იმყოფება. 2020 წელს კოსელნიკოვა ბაბარიკოს საპრეზიდენტო კამპანიას უჭერდა მხარს, ბაბარიკოს დაკავების შემდეგ კი სვეტლანა ტიხანოვსკაიას შტაბში იყო.

"ახლა ის სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია გაუმჯობესებით. ხვალ უნდა გადაიყვანონ ქირურგიულ განყოფილებაში", - დაწერა ოპოზიციონერის დამ, ტატიანა ხომიჩმა. მისივე თქმით, კოლესნიკოვას ადვოკატს იმის შესახებაც არ შეატყობინეს, რომ ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"სამწუხაროდ, არ ვიცით დიაგნოზი, როგორ მოხდა ეს და რა მიზეზით", - უთხრა ხომიჩმა BBC-ის რუსულ სამსახურს.

კოლესნიკოვა ბელორუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. 2011 წელს კოლესნიკოვასა და მისი კოლეგა მაქსიმ ზნაკს დახურულ სასამართლო პროცესზე 11 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მათ ბრალად ექსტრემალური ჯგუფის შექმნა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება ედებოდათ ბრალად.

კოლესნიკოვა ოპოზიციის ბოლო ლიდერი იყო, რომელიც ბელარუსში რჩებოდა იმ დროს, როდესაც სხვა ოპოზიციონერები უკვე დაკავებულები იყვნენ ან 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიისა და აქციების შემდეგ იძულებულნი გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ.

2020 წლის 7 სექტემბერს ის მეგობრებთან აღარ გადიოდა კონტაქტზე. მოგვიანებით ცნობილი გახდა რომ ხელისუფლების დავალებით კოლესნიკოვა ბელარუსი-უკრაინის საზღვარზე წაიყვანეს, თუმცა ოპოზიციონერმა უარი თქვა ქვეყანა დაეტოვებინა და პასპორტი დახია.


close დახურვა