ბელორუსში პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოპონენტების დაკავებას აპროტესტებენ. აქციაზე 2 ათასზე მეტი მონაწილე მინსკის ცენტრში მას შემდეგ შეიკრიბა, რაც პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატის დაკავების შესახებ გახდა ცნობილი.
ვიქტორ ბაბარიკო იმ დროს დააკავეს, როდესაც ის საარჩევნო კომისიაში შეგროვებული ხელმოწერების წარსადგენად მოდიოდა. მის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა. ბაბარიკოს საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ მის კანდიდატურის წარდგენას მაინც გეგმავენ.