ბელარუსში ოპოზიციის აქტივისტმა სასამართლო სხდომაზე ყელში კალამი ჩაირტყა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ გამომძიებლები მასზე ზეწოლას ახდენდნენ.
The Guardian-ის ცნობით, თვითდაზიანების მცდელობამდე ლატიპაუ სკამზე შედგა და თქვა: "თუკი დანაშაულს არ ვაღიარებ, ისინი ჩემი ოჯახისა და მეზობლების მიმართ აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეს".
იგი უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს სასამართლო დარბაზიდან საავადმყოფოში. მანამდე, მან განაცხადა, რომ ციხეში გატარებული 2-თვიანი პატიმრობის დროს ხედავდა, თუ როგორ აწამებდნენ იქ მყოფ სხვა პატიმრებს.
ბელარუსის დამოუკიდებელი მედიასაშუალება ნაშა ნივა იუწყება, რომ ლატიპაუმ თვითმკვლელობისთვის კალამი სასამართლოში, შესვენების დროს, ფურცლების დასტიდან აიღო. იგი 2020 წლის სექტემბრიდან დაპატიმრებული იყო თაღლიღობისა და კიდევ სხვა ბრალდებებით, რომელსაც თავად პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს უწოდებდა.