ბელარუსში გარდაცვლილ დემონსტრანტს გლოვობენ. 31 წლის რომან ბონდარენკო მეოთხე ადამიანია, რომელიც ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიციის ძალადობას ემსხვერპლა. ის მინსკში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ორი დღის წინ სასტიკად სცემეს. ანტი-სამთავრობო აქციის მონაწილემ ტრავმა თავის არეში მიიღო და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ბელარუსში გარდაცვლილ დემონსტრანტს გლოვობენ
13 ნოე 202020:52
3 წუთის საკითხავი