logo
ENG



ბელარუსში ოპოზიციიის აქცია მასშტაბური დაკავებებით დასრულდა

20 ივნ 202011:48
3 წუთის საკითხავი
 

მასშტაბური დაკავებებით დასრულდა ბელარუსში ოპოზიციის აქცია. ასობით ადამიანი მინსკის ცენტრში ალექსანდრ ლუკაშენკოს არჩევნებში კვლავ მონაწილეობის გასაპროტესტებლად შეიკრიბა.

ლუკაშენკო, რომელიც ბელარუსს 1994 წლის შემდეგ მართავს, ქვეყნის სათავეში მეექვსე ვადით მოსვლას გეგმავს. ოპოზიციის კანდიდატები მხარდამჭერთა ხელმოწერებს აგროვებდნენ, როდესაც სამართალდამცველებმა მათი დაკავება დაიწყეს.

აქციის მონაწილეების გარდა, დაპატიმრებულთა შორის აღმოჩნდა 10-ზე მეტი ჟურნალისტი, მათ შორის რადიო თავისუფლების კორესპონდენტიც. საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს უნდა გაიმართოს. 


close დახურვა