ბელგიას სურს, ევროკავშირმა რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაცემა შეწყვიტოს, მათ შორის სტუდენტებისთვის, დასაქმებულებისთვისა და ტურისტებისთვის.
"რუსეთის დაუფიქრებელი თავდასხმა გვაიძულებს, ფრთხილად ვიყოთ ბელგიაში ჩასვლის მსურველ რუსებთან", - თქვა ბელგიის თავშესაფრისა და მიგრაციის მინისტრმა სემი მაჰდიმ განცხადებაში.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები დღეს გადაწყვეტენ, რა დამატებით სანქციებს დაუწესებენ რუსეთს.