ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელმა მეუფე დოსითეოსმა საკვირაო წირვა დღეს, 29 მარტს, მრევლის გარეშე ჩაატარა. წირვა მრევლისათვის ინტერნეტის საშუალებით გადაიცემოდა.
სასულიერო პირმა ჯერ კიდევ 3 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელგიის მთავრობის გადაწყვეტილებისა და მრევლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ბრიუსელისა და ჰააგის ქართულ ტაძრებში მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდებოდა.