logo
ENG



ბელგოროდის ოლქში ტანკმა მსუბუქ მანქანას გადაუარა, მძღოლი ადგილზე დაიღუპა

25 ივლ 202419:13
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/25/wybf66m13cwe0n4.jpg

ბელგოროდის ოლქში ტანკმა მსუბუქ მანქანას გადაუარა. როგორც ადგილობრივი გამოცემა "პეპელი" წერს მანქანის მძღოლი დაიღუპა.

ჟურნალისტების ინფორმაციით, შემთხვევა 24 ივლისს დღისით, სოფელ ბერეზოვკაში მოხდა. ტანკმა, რომელიც მოსახვევიდან გამოვიდა, "ნივას" გადაუარა, რომელიც მთავარ გზაზე წესებით დაცვით მოძრაობდა.

მანქანის მძღოლი, კონსტანტინ ლოპატკინი ადგილზე დაიღუპა. გამოძიების ვერსიით, მას "გული გაუსკდა".

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ავარიის შემდეგ ტანკი შემთხვევის ადგილიდან 100 მეტრში გაჩერდა. ადგილობრივ ხელისუფლებას შემთხვევაზე არაფერი უთქვამს.

ბელგოროდის ოლქში ტანკის მონაწილეობით ეს ავარიის პირველი შემთხვევა არაა. გამოცემა "პეპელი" ივნისში წერა, რომ მინდვრიდან გამოსული ტანკი მსუბუქ ავტომობილს დაეხა, რის შემდეგადაც მძღოლი ადგილზე დაიღუპა. ტანკი შემთხვევის ადგილიდან სამ კილომეტრში გაჩერდა. გამოცემის ინფორმაციით, ტანკს ნასვამი სამხედრო მართავდა. ადგილობრივ ხელისუფლებას მაშინაც არაფერი უთქვამს ინციდენტზე.


close დახურვა