logo
ENG



ბენ უოლესი: უკრაინა უნდა შეუერთდეს NATO-ს, რაც შეიძლება სწრაფად, ომის დასრულების შემდეგ

11 ივლ 202316:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/11/0crr0pcbf966lmx.jpeg

ბრიტანეთის თავდაცვის მდივნი ბენ უოლესი CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინა უნდა შეუერთდეს NATO-ს რაც შეიძლება სწრაფად, თუმცა ომის დასრულების შემდეგ.

Მისი თმით, ღია კარის პოლიტიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ უკრაინა მიეკუთვნება NATO-ს, ამასთან, ქვეყანამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამისათვის - მათ შორის ჯარის გაძლიერებისა და კორუფციის აღმოფხვრის კუთხით.

უოლესი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს, რომელმაც ასევე CNN-თან ინტერვიუში კვირას თქვა, რომ უკრაინა “ჯერ არ არის მზად” წევრობისთვის:

„მე სრულიად ვეთანხმები  შეერთებულ შტატებს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ახალი წევრი მივიღოთ კონფლიქტის შუაგულში. ეს უბრალოდ ალიანსში ომს შემოიტანს“ - განაცხადა უოლესმა.

Ამასთან, მისივე თქმით, NATO-ს წევრებმა ერთად უნდა იმუშაონ, რათა დარწმუნდნენ, რომ რუსეთი მარცხდება მის მიერ წამოწყებულ უკანონო ომში უკრაინაში. კონფლიქტის დასრულების შემდეგ კი ალიანსი მზად უნდა იყოს, მიიღოს უკრაინა.

NATO- სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს იმართება. სამიტამდე ერთი დღით ადრე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა, რომ ინტენსიურიმოლაპარაკებების შემდეგ, NATO- მოკავშირეებმა უკრაინის ალიანსში წევრობის გზიდან MAP-ის ამოღებაზე კონსენსუსს მიაღწიეს.

11 ივლისს, ვილნიუსში ჩასვლამდე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ Twitter-ზე გააკრიტიკა NATO უკრაინის მონაწილეობის გარეშე ტექსტის განხილვისთვის, ასევე უკრაინისთვის ბუნდოვანი პირობების გათვალისწინებისთვის ალიანსში “მიწვევისთვისაც კი”. Მისივე თქმით, “აბსურდულია”, რომ მიწვევისა და წევრობისთვის “დროის ჩარჩო არ არის განსაზღვრული”.


close დახურვა