logo
ENG



რუსმა ოკუპანტებმა ხარკივზე საავიაციო ბომბით იერიში მიიტანეს

01 ივლ 202413:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/01/qlsofoq4uk8fihq.png

რუსმა ოკუპანტებმა ხარკივზე იერიში მიიტანეს. ხარკივის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინებუგოვმა თქვა, რომ ოკუპანტებმა იერიში საავიაციო ბომბით მიიტანეს.

მისი თქმით, ბომბი ფოსტის შენობასთან არსებულ ავტოპარკში ჩამოვარდა.

ბომბის ჩამოვარდნის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა 8 ავტომობილს, ადგილზე გაჩნდა მსუბუქი ხანძარიც, რომელიც ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, დაშავდა 9. სინებუგოვის თქმით, ადგილზე ამ დრომდე ეძებენ კიდევ 9 ადამიანს.


close დახურვა