logo
ENG



ბენ ჰოჯესი: თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში აშშ-ის აშკარა ინტერესის ნიშანია

18 ოქტ 202110:53
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/18/ixwjq4qc9c16zv6.jpg
BBC

ამერიკელი გენერალი, აშშ-ის ევროპული ჯარების ყოფილი მეთაური, ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის საქართველოში, უკრაინაში და რუმინეთში ვიზიტი აშშ-ს შავი ზღვის რაიონში ინტერესის აშკარა სიგნალია.

ბენ ჰოჯესი საქართველოში ლოიდ ოსტინის ვიზიტს ტვიტერზე გამოეხმაურა.

 " ეს არის დიდებული ახალი ამბავი, თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში, უკრაინაში და რუმინეთში არის აშკარა სიგნალი, რომ აშშ-ს შავი ზღვის რაიონის მიმართ ინტერესი აქვს" - წერს ბენ ჰოჯესი.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი საქართველოშია.

ლოიდ ოსტინის ვიზიტის მიზანი კავშირების განმტკიცებაა ქვეყნებთან, რომლებზეც რუსეთის მხრიდან ზეწოლაა.

ის 21-22 ოქტომბრის NATO-ს მინისტერიალამდე შეხვედრებს გამართავს საქართველოში, რუმინეთსა და უკრაინაში.

ლოიდ ოსტინი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს. 

თბილისში შეხვედრების მთავარი მიზანია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის ხელშეწყობა, რადგან წელს აშშ-ის არმიის სამწლიანი საწვრთნელი პროგრამის ვადა იწურება.


close დახურვა