ბენ ჰოჯესი: საქართველოსთვის ხელსაყრელი დროა, გააუმჯობესოს პარტნიორობა დასავლეთთან
გენერალი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ ახლა, როცა რუსეთი უკრაინაზეა კონცენტრირებული, საქართველოს ხელისუფლებამ NATO-სთან, აშშ-სთან, დასავლეთთან პარტნიორობა უნდა გააუმჯობესოს.
ჰოჯესმა ფორმულას ეთერში თქვა, რომ თუ საქართველო ახლა ამ მომენტს არ გამოიყენებს, სხვა დროს ამის საშუალება არ მიეცემა.
"ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია სტრატეგიულად აზროვნება. ახლა რუსეთი უკრაინაზეა ორიენტირებული და საქართველოსთვის ხელსაყრელი მომენტია, გააუმჯობესოს პარტნიორობა NATO-სთან, აშშ-სთან, გააძლიეროს საკუთარი საზოგადოება და უფრო მიმზიდველი გახადოს საკუთარი თავი დასავლეთთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. თუ ამას არ გამოიყენებთ, სხვა დროს ამის საშუალება აღარ მოგეცემათ". - განაცხადა მან.
ჰოჯესისვე თქმით, საქართველო მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს უკრაინასთან.
"ვფიქრობ, თუ რუსეთი დამარცხდება უკრაინაში და დასავლეთი ვერ შეძლებს მის შეჩერებას, საქართველოსთვის რისკები იზრდება. რუსეთი უფრო გათამამდება, გააფართოვებს უკანონო ოკუპაციას, რომლსაც ამ ეტაპზე ახორციელებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
ჩემი აზრით, საქართველოს, ასევე აშშ-ს ინტერესებშია, რუსეთმა ვერ მოიგოს ომი. საქართველო მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს უკრაინასთან, მაქსიმალურად დაეხმაროს, მიაწოდოს სადაზვერვო ინფორმაცია, რუსებს გაურთულოს უკრაინაში ბრძოლა. ამავე დროს, უნდა შეახსენოს რუსეთს, რომ კავკასიაში რუსეთი საკმაოდ მოწყვლადია". - თქვა ბენ ჰოჯესმა.