logo
ENG



ბენიძეს იმედი არ აქვს, რომ პროკურატურა კინოთეატრებთან განვითარებულ მოვლენებს გამოიძიებს

10 ნოე 201912:55
3 წუთის საკითხავი
 
5wmigfgwjgobrlx.jpg

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე „ფორმულასთან“ არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც ისინი პროკურატურისგან მოითხოვენ, კინოთეატრებთან განვითარებულ მოვლენებზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაიწყოს.

კითხვაზე - ჰქონდა თუ არა გამოძიების იმედი - მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ არცერთ მსგავს შემთხვევებზე სახელმწიფო რეაგირებას არ ახდენს და არ იცის, რამდენად შეძლებს სახელმწიფო ამ საქმის გამოძიებას.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გარკვეული რადიკალური ჯგუფები გამოდიან და ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებენ. ჩვენ გვახსოვს სულ ცოტა ხნის წინ თბილისი პრაიდთან დაკავშირებული მოვლენები, ასევე 20-21 ივნისის აქციები, მანამდე იყო 14 ივნისი, როდესაც პრაიდის წარმომადგენლები მოამწყვდიეს ალყაში, კიდევ არაერთი შემთხვევა იყო, ბასიანის აქციებსაც თუ გავიხსენებთ, ფაქტი არის ის, რომ არცერთ ამ შემთხვევებზე ადეკვატური რეაგირება და გამოძიება არ ყოფილა და კიდევ უფრო წახალისდნენ ეს ჯგუფები, მათი მადა უფრო და უფრო მძაფრდება. ამაზე კი ხელისუფლება ადეკვატურ რეაგირებას არ ახდენს. არ ვიცი რამდენად შეძლებს ხელისუფლება გაატაროს სათანადო ღონისძიებები იმიტომ, რომ აქამდე არაერთი შანსი ჰქონდათ დაედგინათ ამ აგრესიული ჯგუფების ორგანიზატორები და მათი კავშირები რუსეთის სახელმწოფოსთან და მიეღო შესაბამისი ზომები, მაგრამ შედეგებს ვერ ვხედავთ,“ - აცხადებს ბენიძე.


close დახურვა