„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ბეჟან გუნავა დააკავეს. გუნავას დაკავება ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე მოხდა.
ჯერჯერობით გუნავას დაკავების მიზეზი უცნობია.
როგორც გუნავას თანხმლები პირი აცხადებს, მისთვისაც უცნობია თუ რატომ დააკავეს გუნავა.
„ოფისიდან გამოვედით, თანამშრომელი ვარ. რაღაც ინციდიენტი მოხდა, მაგრამ რა მოხდა წარმოდგენა არ მაქვს“, - განაცხადა გუნავას თანხმლებმა.