logo
ENG



ბეჟაშვილი: ცესკოს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობას არ ვიღებთ, ოპოზიციას იგივეს მოვუწოდებ

15 ივლ 202110:38
3 წუთის საკითხავი
 
ბეჟაშვილი: ცესკოს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობას არ ვიღებთ, ოპოზიციას იგივეს მოვუწოდებ

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არცევის პროცესში მონაწილეობას არ მიირებენ. ისინი არ დაესწრებიან არც იურიდიულ საკიტხთა კომიტეტის სხდომას, სადაც დღეს, 15 ივლისს კანდიდატებს უსმენენ. 

ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ საარჩევნო რეფორმის ნაწილშის დაარღვია მიშელის შეთანხმება და კანდიდატები წარმოდგენილია უშუალოდ ცესკოს არსებული ადმინისტრაციიდან. 

"ნაცვლად იმისა, რომ დღეს ცესკოს თავმჯდომარედ ვიხილავდეთ ისეთ კანდიდატურას, რომელიც იქნებოდა მაკონსოლიდირებელი, პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჩვენ კვლავ წარმოგვიდგინეს 2 კანდიდატი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციიდანაა და უსიტყვო შემნსრულებელი იქნება იმ უმრავლესობის, რომელიც დღეს ცესკოშია. ამ პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ", - უთხრა ბეჟაშვილმა პარლამნენტში ჟურნალისტებს.

მანვე განაცხადა, რომ პრეზიდენტთან არსებულ საბჭოზე იმ კანდიდატებიდან, რომლებსაც ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება, ან სხვა პროფესიული გამოცდილება, არცერთი არ შეარჩიეს.

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს, არც პარტია მოქალაქეები და არც პარტია სტრატეგია აღმაშენებელი.

დეპუტატი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ორივე კანდიდატი სისტემის მიერაა წარდგენილი. 

"ეს კანდიდატი უნდა ყოფილიყო საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი პირი. ორივე კანდიდატი სისტემის მიერაა შემოთავაზებული, ამიტომ მათ ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება", - თქვა მან და დაამატა, რომ ცესკოს წევრობის კანდიდატების მოსმენის შემდეგ გადაწყვეტს, დაუჭიროს თუ არა მათ მხარი. 

დიდი ალბათობით, ცესკოს თავმჯდომარე დროებითი, 6 თვით იქნება არჩეული და ისიც მხოლოდ ქართული ოცნების მიერ.

ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე შესარჩევმა კომისიამ 2 კანდიდატი შეარჩია. თავმჯდომარის პოსტს გიორგი კალანდარიშვილი ან გიორგი სანტურიანი დაიკავებს.

გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს იურისტი იყო. 2020 წლის არჩევნების წინ დაინიშნა HR დეპარტამენტის უფროსად და ამჟამადაც ამ პოზიციაზე მუშაობს. 

გიორგი სანტურიანი კი ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსია. 

გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ შერჩეულ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეს და თქვეს, რომ ისინი საზოგადოების ნდობას ვერ მოიპოვებენ.

რაც შეეხება კომისიის წევრობის 2 ვაკანტურ პოზიციას - სულ 5 კანდიდატი შეირჩა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს უნდა წარედგინოს.  

პრეზიდენტი კანდიდატებს დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. თუ ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედი აირჩევს, მისი უფლებამოსილების ვადა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში 6 თვე იქნება.

ახალმა თავმჯდომარემ თამარ ჟვანიას ადგილი უნდა დაიკავოს, რომელმაც თანამდებობა 30 ივნისს დატოვა. ის საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა.


close დახურვა