logo
ENG



ბეჟაშვილის თქმით, ენმ-ში სააკაშვილის თავმჯდომარეობით საბჭოს შექმნაზე მსჯელობენ

14 სექ 202316:34
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/14/la7y50hwu6jviyt.jpg

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის თქმით, პარტიის გარშემო მიმდინარეობს მოლაპარაკებები იდეაზე, შეიქმნას საბჭო, რომლის თავმჯდომარეც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იქნება. ეს განცხადება მან პარტიაში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ბეჟაშვილის განმარტებით, ახალი პლატფორმა გააერთიანებს როგორც სამოქალაქო აქტივისტებს, ასევე პოლიტიკურ ლიდერებს და იქნება გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

"მიმდინარეობს აზრთა გაცვლა-გამოცვლა და მოლაპარაკებები იდეაზე, რომელიც გულისხმობს ნაციონალური მოძრაობის გარშემო შეიქმნას საბჭო, პლატფორმა, რომელიც მოგვცეს საშუალებას, ერთის მხრივ, მობილიზაცია მოვახდინოთ ყველა იმ სუბიექტის, სამოქალაქო აქტივისტის, პოლიტიკური ლიდერის თუ ა.შ. იმ ადამიანის, ვინც ნაციონალური მოძრაობის გარშემო გაერთიანდება და ამ საბჭოს შემადგენლობაში მიიღებს მონაწილეობას. ამ საბჭოს თავმჯდომარე იქნება მიხეილ სააკაშვილი და ეს იქნება გაერთიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი. დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე ამ საკითხის განხილვა არ მომხდარა, ვინაიდან ჯერ მოლაპარაკების და დამუშავების სტადიაზეა ეს თემა, ბუნებრივია, როგორც კი გამოიკვეთება კონტურები შესაძლო შეთანხმების მიღწევის, ბუნებრივია, ეს საკითხი პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილება და დამტკიცდება", - განაცხადა ბეჟაშვილმა. 


close დახურვა