logo
ENG



ბერაია საკანონმდებლო ცვლილებებზე: შესაძლოა, განსხვავებული აზრის გამო მანდატი დავტოვო

13 ნოე 201910:26
3 წუთის საკითხავი
 
c0nnb7b2ulg71b6.jpg

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც კანონმდებლები საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დაჩი ბერაია აცხადებს, რომ ის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერს. ამასთან, მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდა, ის მზად არის დეპუტატის მანდატი დატოვოს. როგორც დეპუტატი განმარტავს, ის საკანონმდებლო ცვლილებებს ოპოზიციური სპექტრის გამო ეწინააღმდეგება. ბერაიას შეფასებით, ოპოზიცია სტაბილურობის განცდას არ იძლევა და საკანონმდებლო ცვლილებები ქვეყანაზე უარყოფით გავლენას იქონიებს.  

"პროპორციულ სისტემაზე გადასვლას არ დავუჭერ მხარს და შესაძლოა, განსხვავებული აზრის გამო მანდატი დავტოვო. პირდაპირ საუბარი იმაზე, რომ ვინც წინააღმდეგი იქნება უმრავლესობიდან წავა, არ ყოფილა, მაგრამ ისეთი განწყობით გამოვიდა, რომ კენჭისყრის შემდეგ, შესაძლოა რაღაც შეხვედრა გაიმართოს და განხილვები გვქონდეს, თუ რატომ მოხდა ასე", - განაცხადა დაჩი ბერაიამ. 

 


close დახურვა