logo
ENG



ბერბოკი: გერმანია არაა წინააღმდეგი, რომ პოლონეთმა უკრაინას Leopard 2-ის ტანკები გადასცეს

23 იან 202301:23
3 წუთის საკითხავი
 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, გერმანია არ არის წინააღმდეგი, რომ პოლონეთმა უკრაინას Leopard 2-ის ტანკები გადასცეს.

"ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტანკები და ამიტომაც განვიხილავთ ამას ახლა ჩვენს პარტნიორებთან... ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ და უკრაინის ტერიტორია გათავისუფლდება", - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დღეს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ Leopard-ის ტანკების უკრაინისთვის გადაცემა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თუმცა მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ტანკები ესაჭიროებათ რუსეთის ახალი შეტევისგან დასაცავად.

უკრაინის ცნობით, გერმანიამ პოლონეთს უფლება მისცა გაეგზავნა თავისი წარმოების ტანკები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, სანამ ამას სხვა ქვეყნები გააკეთებენ.


close დახურვა