logo
ENG



ბერბოკი: გვსურს, უკრაინა ევროკავშირის წევრად ვიხილოთ

02 ნოე 202316:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/02/3qsa21ucev23r9b.jpg

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბერლინში გამართულ კონფერენციაზე კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. მისი თქმით, "სურს, რომ უკრაინა EU-ს წევრად იხილოს". 

ბერბოკის განცხადებით, ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის გეოპოლიტიკური შედეგი იქნება. 

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ დეკემბერში ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად უნდა დაიწყოს. 

"დარწმუნებული ვარ, დეკემბერში ევროპის საბჭო აპირებს ამ სიგნალის გაგზავნას. თუმცა გაფართოებული ევროკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაძლიერდება, თუ გავაკეთებთ იმას, რაზეც ამდენი ხანია ვყოყმანობთ - გადავხედავთ და გადავაფასებთ, როგორ მუშაობს ჩვენი ბლოკი", - განაცხადა მან. 

 

close დახურვა