logo
ENG



ბერბოკი: თუ შვედეთი და ფინეთი NATO-ში შესვლას გადაწყვეტენ, გერმანია მზადაა რატიფიკაციისთვის

15 მაი 202215:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/15/e4rwvxuckm1uq8p.jpg

გერმანიის საგარეო მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ გერმანიამ ყველაფერი მოამზადა, რათა შვედეთისა და ფინეთის მხრიდან NATO-ს წევრობაზე განაცხადის შემთხვევაში მათი ალიანსში გაწევრიანება სწრაფად დაამტკიცოს. 

ბერბოკის თქმით, მნიშვნელოვანია, არ არსებობდეს "ნაცრისფერი ზონები", რათა ამ ქვეყნების გადაწყვეტილების შემთხვევაში მათ სამხედრო ალიანსში გაწევრიანება სწრაფად შეძლონ.

გერმანელმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ შვედეთისა და ფინეთის NATO-სთან შეერთება ალიანსს კიდევ უფრო გააძლიერებს, როგორც თავდაცვის, ასევე დემოკრატიული ღირებულებების კუთხით.

„NATO ყოველთვის იყო თავდაცვითი ალიანსი. და ის ყოველთვის დარჩება თავდაცვით ალიანსად, თუმცა 24 თებერვლამდე ზოგიერთი ქვეყნისთვის შეერთება არ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი“ - განაცხადა ბერბოკმა.

იმისთვის, რომ ქვეყანები NATO-ში მიიღონ მათი ოფიციალური განაცხადის გაკეთების შემდეგ ალიანსის ყველა ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს მათი წევრობა. ეს შესაძლოა 4 თვიდან 1 წლამდე პერიოდი გაგრძელდეს,  ხანგრძლივობა თითოეულ ქვეყანაში ბიუროკრატიულ პროცესებზეა დამოკიდებული.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ფინეთი NATO-ს წევრობაზე განაცხადს გააკეთებს. ინფორმაცია ფინეთის ხელისუფლებამ გაავრცელა.

ფინეთის პრეზიდენტმა ფინეთის უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა და საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთოების შესახებ მინისტრთა კომიტეტმა შეადგინეს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ფინეთის განაცხადის სამუშაო ვერსია.

დოკუმენტი  ხელისუფლებას დღეს, 17:00-ზე დაგეგმილ პლენარულ სესიაზე გადაეცემა, მიღების შემდეგ კი პარლამენტს გაეგზავნება.

 

close დახურვა