logo
ENG



ბერბოკი: პუტინს ნაადრევად უხარია, უკრაინისადმი მხარდაჭერა გაგრძელდება და გაიზრდება

14 ნოე 202311:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/14/jk207oshzmtucph.jpg

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინისადმი მხარდაჭერა გაგრძელდება და გაიზრდება.

"პუტინს ნაადრევად უხარია. უკრაინისადმი მხარდაჭრას არამხოლოდ გავაგრძელებთ, არამედ გავაფართოებთ და გავზრდით", - ამბობს ბერბოკი.

ბერბოკის თქმით, უკრაინა მომდევნო თვეებში გერმანიისგან Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ ქვეყანა უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას მომავალი წლიდან გეგმავს, თუმცა ამასთან დაკავშირებით მეტ დეტალს არ ამხელს.


close დახურვა