გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინას შესაძლოა მომავალ წელსაც დასჭირდეს მძიმე შეიარაღება.
დოიჩე ველეს თანახმად, მინისტრის თქმით, გერმანია მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსული შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში და აუცილებლობის შემთხვევაში, მიაწოდოს მას მძიმე შეიარაღება.
"რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ვიფიქროთ, რომ უკრაინას მომავალ ზაფხულსაც შეიძლება დასჭირდეს ახალი მძიმე შეიარაღება მისი მეგობრებისგან.
ჩემთვის ნათელია: უკრაინა ჩვენს თავისუფლებასაც იცავს, იცავს ჩვენს მშვიდობიან დღის წესრიგს და ჩვენ მხარს დავუჭერთ მას როგორც ფინანსურად, ისე სამხედრო საშუალებებით იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება. წერტილი". - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.