logo
ENG



ბერბოკი: უკრაინის დაცემის შემთხვევაში, შემდეგი მოლდოვა იქნება

17 სექ 202418:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/17/8e8kymeofbjnuf0.jpg

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა მოლდოვის გადარჩენის გარანტიასაც ნიშნავს. ის ამბობს, რომ "უკრაინის დაცემის შემთხვევაში, შემდეგი მოლდოვა იქნება".

ეს განცხადება მან კიშინიოვში მოლდოვასთან პარტნიორობის პლატფორმაზე გააკეთა, სადაც საფრანგეთიდან, რუმინეთიდან, პოლონეთიდან, ნიდერლანდებიდან და ლიტვიდან კოლეგებთან ერთად იმყოფება.

„ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ უკრაინის მხარდასაჭერად, ასევე მოლდოვისთვის სტაბილიზაციის ხელშეწყობას ნიშნავს. [..] უკრაინის დაცემის შემთხვევაში, შემდეგი მოლდოვა იქნება" - განაცხადა ბერბოკმა.

ამავე შეხვედრაზე მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ პარტნიორებისგან მოლდოვისთვის მხარდაჭერის გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა. მან რუსეთი მთავრობის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულა. 

"რუსეთის წამოწყებულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ პირველივე დღიდან ვგმობთ, უზარმაზარი ზიანი მიაყენა ჩვენს ეკონომიკას“, - განაცხადა სანდუმ. 

პარტნიორობის პლატფორმის ფარგლებში, მოლდოვას 300 მილიონი ევროს ოდენობისა და 80 მილიონი ევროს ღირებულების გრანტი გადაეცემა. პარტნიორებმა აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

ევროპელი მოკავშირეები მიესალმებიან მოლდოვის სურვილსა და ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.


close დახურვა