ცოტა ხნის წინ ბათუმში სპეცრეისი შესრულდა. თვითმფრინავი, რომელიც თბილისის ნაცვლად ბათუმში დაეშვა, ბერლინიდან ჩამოფრინდა და მან საქართველოს 180 მოქალაქე ჩამოიყვანა. ისინი გერმანიის სხვადასხვა ქალაქიდან სამშობლოში დაბრუნებას ითხოვდნენ. მზად არის საკარანტინო ზონა, რომელშიც ემიგრანტებს მოათავსებენ, აეროპორტში დაშვებისთანავე მთელ ეკიპაჟს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.