ბერნი სანდერსი შეერთებული შტატების პრეზიდენტობისთვის აღარ იბრძოლებს. 78 წლის სენატორმა საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ მხარდამჭერებს განუცხადა.
როგორც სანდერსმა აღნიშნა, ის ვერ შეძლებს საკმარისი ხმების მიღებას, იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატი გახდეს.
აღსანიშნავია, რომ ვერმონტელმა სენატორმა საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისში. მას განსაკუთრებით ბევრი მხარდამჭერი ახალგაზრდებს შორის ჰყავდა, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხმების რაოდენობით მას დემოკრატიული პარტიის კიდევ ერთი კანდიდატი, ჯო ბაიდენი უსწრებდა.
საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 2020 წლის ნოემბერშია დაგეგმილი. დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობისათვის სავარაუდოდ, სწორედ შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იბრძოლებს.