logo
ENG



ბერნი სანდერსმა მხარდაჭერა თავის მთავარ მეტოქეს, ჯოზეფ ბაიდენს გამოუცხადა

14 აპრ 202012:58
3 წუთის საკითხავი
 

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ბერნი სანდერსმა მხარდაჭერა თავის მთავარ მეტოქეს, ჯოზეფ ბაიდენს გამოუცხადა. სანდერსი საპრეზიდენტო მარათონს გასულ კვირას გამოეთიშა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ კანდიდატად წარსადგენად დელეგატების საკმარის ხმებს ვერ აგროვებდა.

ბაიდენმა სანდერს მადლობა ტელეხიდის მეშვეობით გადაუხადა, 78 წლის სენატორმა კი დონალდ ტრამპს ყველაზე სახიფათო ლიდერი უწოდა და მის დასამარცხებლად ამერიკელებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში ნოემბერშია დაგეგმილი.


close დახურვა