ბერშუეთთან დაკავებული ქალი ოკუპანტებმა გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ადასტურებს. 4 თებერვალს დაკავებული ქალი ერგნეთში ქართველ სამართალდამცველებს უკვე გადასცეს.
ცნობილია, რომ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვის მერე ის სახლში დაბრუნებას შეძლებს.
შეგახსენებთ, ოკუპანტებმა სოფელ ბერშუეთთან ქალი 4 მარტს დააკავეს.