logo
ENG



ბესელია: სააკაშვილმა შიმშილობის აქტით წამზომი ჩაურთო საკუთარ თავსაც და ხელისუფლებასაც

26 ოქტ 202121:46
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/26/1qz7ug80hs0rgog.png

მმართველი პარტია იმ დათქმით მოქმედებს, რომ როგორმე [არჩევნები და შემდგომი პერიოდი] გადააგოროს. და მიხეილ სააკაშვილმაც ხომ სწორედ ეს გათვალა, რომ ამ გადაგორების შესაძლებლობას არ აძლევს - თავისი შიმშილობის აქტით ჩაურთო წამზომი საკუთარ თავსაც და ხელისუფლებასაც. ეს ნიშნავს, რომ დრო ძალიან ლიმიტირებულია. ამ დროში ის საზოგადოებას და ამომრჩეველსაც ეუბნება - თუ რამე შეგიძლია, შეცვალე. აგერ გაქვს კონკრეტული პოლიტიკური კალენდარი - შაბათს უნდა მიხვიდე და არჩევანი გააკეთო. 

თუ ამას ვერ აკეთებ - ის ამაზე გააზრებულად მიდის და შეიძლება ძალიან მძიმედაც დასრულდეს. დავარქმევ ამას თავის სახელს - ეს არის ღია რევოლუციური სცენარი. 

ეს საზოგადოების, ჩვენი ყველას გამოწვევაა. შაბათს არჩევნებზე გაქვს ღირსება და უნარი, რაღაც შეცვალო და შენი ღირსებისთვის ნაბიჯი გადადგა თუ იარო გიჟური გზით. 


close დახურვა