პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ დეპუტატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის წინ მიმართა და მოუწოდა მათ, გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრებულიყვნენ.
„იმედი ბოლოს კვდება. მინდოდა თითოეულ თქვენთაგანს მოგმართოთ. 20 დეპუტატი დავინახე, ვინც 2012 წლის პარლამენტიდან აქ არის. თქვენი ხმა საკმარისია, რომ ქვეყანა ძალიან ცუდ შედეგს გადარჩეს, რასაც ამ კენჭისყრას შეიძლება მოყვეს. დახედეთ ამ ფურცლებს, აქაა პატარა ნუსხა, ეს არის წარსულის სიმძიმე, კიდევ ერთხელ დაფიქრდით, სანამ თითს მიაჭერთ ამ სახიფათო გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კადნდიდატობის 20-კაციანი სია გადაუგზავნა. კანდიდატებმა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე უკვე უპასუხეს პარლამენტის დეპუტატის კითხვებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, საზოგადოების ნაწილი და ოპოზიციური პარტიების უმეტესობა თვლის, რომ კანდიდატების უმეტესობა ე.წ. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის წევრები არიან და ხელისუფლებას 20-კაციანი სიით სასამართლოს ხელისუფლების მთლიანად მიტაცება სურს.