logo
ENG



ბესელია:ვინც ეკლესიაზე გავლენის მოხდენას ცდილობს, დანაღმულ ველზე დადის

06 ნოე 201914:02
3 წუთის საკითხავი
 
pi5amx2zqpvkvzq.jpg

საპარლამენტო ოპოზიცია საპატრიარქოს გარშემო შექმნილ ვითარებას და ხელისუფლების მიერ ამ საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. დეპუტატები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი დესტაბილიზაციაში ოპოზიციას ადანაშაულებს და ისრების გადატანას ცდილობს. "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ეკლესიის თემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. 

„ქართული ოცნება“ როგორც ჩანს ისევ 20 ივნისის მოვლენებს და ხალხის სამართლიან აღშფოთებას, ისევ შეთქმულებად და გადატრიალების მცდელობად აფასებს. "ოცნება" როგორც ოპოზიციაში იქცეოდა, ისევე იქცევა ახლაც. ეს მათი მთავარი მახასიათებელია, რელიგიისა და ეკლესიის, ძალიან ბინძური მეთოდებით და ამ საკითხებით მანიპულირება და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება", - განაცხადა კანდელაკმა "ფორმულასთან" საუბარში. 

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია კი მიიჩნევს, რომ ეკლესიაზე გავლენის დამყარება ყველასთვის კრახით დასრულდება. 

"მაღალი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტები შენი გავლენის ქვეშ მოაქციო, შენივე ასეთი მცდელობა დამთავრდება ყველაზე მძიმე კრახით და მარცხით. ასეთი აზრები ვისაც კი გაუჩნდა ან წინა, ამ მოქმედი ხელისუფლების დროს, რომ საქართველოს ეკლესია ან საპატრიარქო შეიძლება იყოს მისი გავლენის ქვეშ, მართლა საბრალოა და ვერ ვხდება, რამდენად დანაღმულ ველზე შეიძლება აბიჯებდეს ფეხს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

 


close დახურვა