logo
ENG



ბესელია - მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას არ გამოვრიცხავ

08 ივნ 202017:39
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ოპოზიციური გაერთიანების გადაწყვეტილება კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით მისთვის პრინციპულად მიუღებელია და ამ პროცესში ჩართვას არ აპირებს.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ჯერჯერობით არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს, თუმცა მაჟორიტარობისთვის ბრძოლას არ გამორიცხავს.

„პრინციპულად მიუღებელი მგონია და არ ჩავერთვები ესეთ დიალოგში, სადაც საუბარი კვოტებით განაწილებაზეა. ეს არის სრულიად არასწორი მიდგომა. აქ მნიშვნელოვანი არის სახელი და გვარი - ვინ შეიძლება იყოს უკეთესი კანდიდატი. რაც შეეხება ჩემ გადაწყვეტილებას, არ ვჩქარობ, მაგრამ ვფიქრობ, ვაკვირდები პროცესებს და არ გამოვრიცხავ, მათ შორის მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას. მიმაჩნია, რომ ეს არის ახალი პარტიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, მეტი ამომრჩევლის მობილიზება მოვახერხოთ საარჩევნო დღეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ თბილისის 8 მაჟორიტარულ ოლქთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და სავარაუდოდ, 1 კვირაში შეთანხმება შედგება. მაჟორიტარებთან დაკავშირებით მედიაში კონკრეტული გვარების შესახებაც ვრცელდება ინფორმაცია. სავარაუდოდ, დედაქალაქში 2 მაჟორიტარობის კანდიდატი ეყოლება „ნაციონალურ მოძრაობას“, 2 – „ევროპულ საქართველოს“. საუბარია ასევე იმაზე, რომ ერთ-ერთი კანდიდატი იქნება „ლეიბორისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი.


close დახურვა