logo
ENG



ბესელია მათიკაშვილს:გამითიშავ მიკრიფონს და ნახავ... მხდალო, ლაჩარო

23 ოქტ 201914:22
3 წუთის საკითხავი
 
i07rr59tapuzu8g.jpg

უვადო მოსამართლეობის კანდიდატის პაატა სილაგაძის მოსმენას პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ერთმანეთს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია და „ქართული ოცნების“ წევრი დავით მათიკაშვილი დაუპირისპირდნენ.

მათიკაშვილმა ბესელიას კორექტულობისკენ მოუწოდა და მიკროფონი რამდენჯერმე გაუთიშა. სწორედ ამას მოჰყვა ბესელიას გაღიზიანება და მას კლანის ხელშემწყობი უწოდა.

იქამდე საგანგებო განცხადება გააკეთა თავად მოსამართლეობის კანდიდატმა პაატა სილაგაძემ და აღნიშნა, რომ ეკა ბესელიას კითხვებს პასუხს არ გასცემდა, რადგან მას მიაჩნია, რომ დამოუკიდებელი დეპუტატი მიკერძოებულია.

„ეტყობა ვერ ისწავლე ქალთან როგორ უნდა მოიქცე, კიდევ ერთხელ გამითიშავ მიკროფონს და მერე ნახავ! მათიკაშვილო, შენ ხარ ამ კლანის ერთ-ერთი იაფფასიანი, მდარე ლობისტი, იმიტომ, რომ შენი ცოლი არის სწორედ ამ სასამართლოს ნაწილი. სინდისი რომ გაგაჩნდეს, შენ უნდა დატოვო ეს ადგილი. შენ ხარ მხდალი, ლაჩარი და ყველაფრიმკადრებელი,“ - მიმართა ბესელიამ მათიკაშვილს.

 


close დახურვა