logo
ENG



ბესელია მოსამართლეებზე: როგორმე უნდა შევაჩეროთ მათი არჩევის სახიფათო პროცესი

10 დეკ 201908:03
3 წუთის საკითხავი
 
ajo0s926tm6vx5f.jpg

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია 12 დეკემბერს საზოგადოებას  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების კენჭისყრის გაპროტესტებისკენ მოუწოდებს.  მისი თქმით,  მოსამართლეების არჩევით „ქართული ოცნება“ ამომრჩევლებს შეურაცხყოფას აყენებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ადამიანი იდგეს პარლამენტთან და პარლამენტის წევრებმა გაიგონ საკუთარი მოქალაქეების ხმა. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ არ შეიძება იმ ადამიანების უვადოდ არჩევა, ვისაც გამოქონდა უსამართლო გადაწყვეტილებები. მთავარი იქნება მოსამართლეთა არჩევის ამ კვირის კენჭისყრა. ყველა უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, რომ როგორმე შევაჩეროთ ეს სახიფათო პროცესი“, - განუცხადა „ფორმულას“ ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს,  იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრის და გადაწყვეტს, რომელ მათგანს წარუდგენს პარლამენტს. 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კადნდიდატობის 20-კაციანი სია გადაუგზავნა. კანდიდატებმა პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე უკვე უპასუხეს პარლამენტის დეპუტატის კითხვებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, საზოგადოების ნაწილი და ოპოზიციური პარტიების უმეტესობა თვლის, რომ კანდიდატების უმეტესობა .. ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის წევრები არიან და ხელისუფლებას 20-კაციანი სიით სასამართლოს ხელისუფლების მთლიანად მიტაცება სურს.


close დახურვა