„ჩემი ხმა თქვენ არ გექნებათ, დავინახავ ვისი ხმა გექნებათ“, - ამ სიტყვებით მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოსმენაზე, უვადო მოსამართლეობის კანდიდატს ქეთევან ცინცაძეს, დეპუტატმა ეკა ბესელიამ.
დეპუტატი დაინტერესდა, თუ რატომ არ მოახდინა რეაგირება მოსამართლე ცინცაძემ მის მიერ შეტანილ ადმინისტრაციულ საჩივარზე.
„5 მარტს გამოგიგზავნეთ მეთოფიშვილის და გვრიტიშვილის მიმართ დისციპლინური საჩივარი. 8 თვე გავიდა და რა გააკეთეთ ასეთ უპრეცედენტო შემთხვევაზე. არ მითხრათ, რომ ვერ იპოვეთ არაეთიკური ჩვევა მოსამართლეების, როგორ მეტყველებენ და გამოხატავენ გაბრაზებას პოლიტიკოსების მიმართ“, - მიმართა ბესელიამ ცინცაძეს.
თავის მხრივ, მოპასუხემ განმარტა, რომ მან ყველაფერი გააკეთა, რაც ინსპექტორის მოვალეობაში შედიოდა.