logo
ENG



ბესელია სასამართლო რეფორმის საკითხზე, კონსულტაციებს იწყებს

17 თებ 202012:43
3 წუთის საკითხავი
 

სასამართლო რეფორმისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევის წესის ცვლილებებთან დაკავშირებით, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

ახალი საკანონმდებლო ცვლილებები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეთა შერჩევის დროს, კანდიდატების თვითნებურად შერჩევის შესაძლებლობას შეუზღუდავს და საბჭოს არამოსამართლე წევრთა ხმებიც დაცული იქნება. 

"დავიწყე კონსულტაციები როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე ვხდები ადვოკატებს, არასამთავრობო სექტორს. ასევე ვაპირებ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრას. ვაპირებ ერთობლივი პროექტის ინიცირებას, სადაც იქნება გათვალისწინებული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა. რა წესით უნდა მოხდეს მოსამართლეების არჩევა, იმისთვის რომ ის ნეგატიური პროცესი რაც მოჰყვა ამ არჩევას გავანეიტრალოთ“, - ამბობს ეკა ბესელია.

 

 


close დახურვა