logo
ENG



ბესელია სხდომის ბოიკოტირებაზე: საპარლამენტო ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ ოპონირებისთვის

04 თებ 202012:38
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში დღეს საგაზაფხულო სესია იხსნება. პირველი სხდომა კანონპროექტების განხილვას უნდა დაეთმოს, თუმცა მანამდე დეპუტატები პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ. ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში დაგემილი ცვლილებებია. ოპოზიცია კი ბოიკოტს აგრძელებს და დღევანდელ სხდომას არ ესწრება. 

„გადადება მე რთულად წარმომიდგენია, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც ძალიამ მძიმე ტრაგედიის მომხრეები გავხდით ყველა ერთად და უმძიმესი რამ მოხდა ბაღდათში. რაც შეეხება პოლიტიკურ განცხადებებს, მე ვაპირებ, რომ გამოვიყენო სამწუხაროდ, როგორც დამოუკიდებელ დეპუტატს, ტრიბუნა ასე ვთქვათ დიდად არ მაქვს, შეზღუდული არის ჩემი საპარლამენტო გამოსვლების შესაძლებლობა და სამშაბათის პოლიტიკური განცხადებები ერთ-ერთი შესაძლებლობაა ჩემთვის პოზიციის დასაფიქსირებლად“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა სხდომის დაწყებისას.

პარლამენტის წევრი ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ საპარლამენტო ტრიბუნა გამოსაყენებელია და პარლამენტარებმა ოპონირებისთვის ტრიბუნა უნდა გამოიყენონ.

„მე ვიზიარებ ამ მოთხოვნას, იმიტომ, რომ ისეთი ტრაგედია დატრიალდა ბაღდათში გუშინ ამ ოჯახის გარდაცვალებით და ბავშვების ასეთი ტრაგედიით, რომ ყველაფერი რაღაცნაირად მეასეხარისხოვანი ხდება. მეც პირადად ამის სათქმელად მოვედი და მინდა, რომ ზუსტად ეს ვთქვა იმ დარბაზში, სადაც მაინც გაიმართება სესია და დარწმუნებული ვარ არ გადაიდება ეს სხდომა. ზოგადად, მე იმ მოთხოვნებს მხარს ვუჭერ, რასაც ოპოზიცია აყენებს. ეს სამართლიანი მოთხოვნებია, თუმცა ამავე დროს მიმაჩნია და მაქვს, ამ მხრივ, ცოტა განსხვავებული მოსაზრება, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნა გამოსაყენებელია. ჩვენ ვინც ვართ პარლამენტის წევრები. უნდა გამოვიყენოთ ოპონირებისთვის და პრობლემების დასანახად ეს ტრიბუნა“, - განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებისას სოციალური მუშაკების გათავისუფლების საკითხს დააყენებს.

„რა თქმა უნდა, ვიზიარებ იმ ოჯახის და ზოგადად მათი ახლობლების მწუხარებას და ეს მთელი ქვეყნის მწუხარებაა, არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ოჯახის. მე მაქვს აქ კონკრეტული განზრახვა ამ შემთხევაში. დღეს, როდესაც დაიწყება სხდომა, პირდაპირ კიდევ ერთხელ წერილობით უკვე მივმართე, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა მივმართო, როგორც ჯანდაცვის მინისტრს ისე ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომ დაასაბუთონ მაინც სოც.მუშაკების გათავისუფლების მიზეზი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 


close დახურვა