ეკა ბესელია თამთა თოდაძეს შეხვდა. შეხვედრა თავად თოდაძის ინიციატივით შედგა. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ილია ჯიშკარიანს ხელისუფლება ხელს აფარებდეს. ეკა ბესელია პროკურატურას საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს.
როგორც ეკა ბესელია განმარტავს, ილია ჯიშკარიანს აქვს შესაბამისი გავლენები, რათა საქმის ობიექტურად და მიუკერძოებლად წარმათვაზე ზეგავლენა მოახდინოს.
"მას აქვს გავლენები, კავშირები. ეს ფაქტორები შესაძლებელია იყოს გამოყენებული, ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება, რომ სწორედ ამ ფაქტორებმა და ამ გავლენებმა არ მოახდინონ ზეგავლენა საქის ობიექტურად წარმართვაზე. რაც შეეხება სახალო დამცველის მიმართვას და განცხადებას, მიმაჩნია რომ სამართლიანია,"-აცხადებს ბესელია.
შეგახსენებთ, რომ თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატს "ქართული ოცნებიდან," ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.