პარტია "სამართლიანობისთვის" ახალ ორგანიზაციას აფუძნებს.
"ქალები სამართლიანობისთვის" - ასეთია ორგანიზაციის სლოგანი, რომლის მიზანი პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა თანაბარუფლებიანი მონაწილეობის ხელშეწყობა და ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლაა.
ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობას არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერები და ქალთა უფლებების დამცველებიც ესწრებოდნენ.
„მიზანი ის არის, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ამ ქვეყანაში შეწყდეს, ასევე უნდა გაიზარდოს ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში და მეტი ქალი ჩავრთოთ გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე, მეტი ქალი იყოს აქტიურად ჩართული, მნიშვნელოვანია ქალთა კვოტირების ლობირება, რათა მათ უფრო მარტივად გადალახონ მათთვის ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გადალახვა“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა ეკა ბესელიამ.