logo
ENG



ბესო ზანგური ყველა როლიდან დროებით მოხსნეს

16 აპრ 202118:28
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/16/ux9uczs38ixce1x.gif

მსახიობი ბესო ზანგური, რომელსაც ყოფილი მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს, დროებით ყველა როლიდან მოხსნეს.

შესაბამისი ბრძანებას რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა რობერტ სტურუამ ხელი უკვე მოაწერა და როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, ის ძალაში უკვე შევიდა. ბრძანება დღეს, 16 აპრილს გამოიცა. 

ბრძანების თანახმად, ზანგური "მიმდინარე რეპერტუარის ყველა სპექტაკლიდან მოხსნილია მანამ, სანამ არ გაირკვევა მისი ბრალეულობა კანონმდებლობით დადგენილი წესით".

"როგორ მაინტერესებს ჩემი სისხლის ფასად გადარჩენილ თეატრში… ჩემი სისხლის ფასად ნათამაშებ შვილივით როლებს რომელი…რომ აგიხსნათ, ამაზე დიდი დარტყმა მსახიობისთვის არ არსებობს! ამას არტისტები მიმიხვდებიან… ეს გაგდებაზე უარესია, მინდა იცოდეთ… გაიხარეთ", - წერს ბესო ზანგური Facebook-ზე

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლის ბესო ზანგურის მხრიდან სისტემატური ძალადობის შესახებ რუსთავი 2-ის გადაცემა ფარულ კონვერტში ისაუბრა. თეატრის მსახიობების უმეტესობამ სავარაუდო ძალადობის მსხვერპლ ქალს მხარი დაუჭირა, თუმცა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ და თეატრალური საზოგადოების რამდენიმე ცნობილმა წარმომადგენელმა სავარაუდო მოძალადეს გამოუცხადა მხარდაჭერა. 

ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა, რის გამოც, რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგურის მონაწილეობით დადგმული სპექტაკლი ჩახსნა, თუმცა მსახიობი თეატრიდან არ გაათავისუფლა. 


close დახურვა