logo
ENG



ბესო შენგელია, მის დაკავებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში დაიბარეს

22 ოქტ 201909:14
3 წუთის საკითხავი
 
v960uf1gx2fvexj.jpg

„ნაციონალური მოძრაობის" აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია, ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე, მისი დაკავების თაობაზე, შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს. შენგელია მისი დაკავების ბრძანების გამცემი პირის პასუხსგებაში მიცემას და მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.

„საპატრულო პოლიციამ ჯანდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე დამაკავა. ჯერ ერთ სამმართველოში მიმიყვანეს, მერე მეორეში. ასე დამატარებდნენ 5 საათის განმავლობაში მანქანით, ბოლოს კი წერეთელზე მიმიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მივმართე საქართველოს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, საპატრულო პოლიციის დეპარტამენს, რათა ჩემი დაკავება აუცილებლად უნდა სცნონ უკანონოდ, ამინაზღაურონ ზიანი და პასუხისგებაში მისცენ ბრძანების გამცემი პირი. გამომეხმაურა პროკურატურა და დღეს, პირველ საათზე ვარ დაბარებული,“ - აცხადებს შენგელია.

 

 

 


close დახურვა