პარლამენტის დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქციას აანონსებს. დეპუტატი მშრომელთა გაერთიანება „სოლიდარობის ქსელსა" და მეტროს მშრომელთა გაერთიანება „ერთობა 2013-თან "ერთად აქციას 24 ნოემბერს ფილარმონიასთან გამართავს.
„ყველა პოლიტიკურმა ძალამ მკაფიოდ უნდა თქვას რისთვის სჭირდება პროპორციული არჩევნები, უბრალოდ საპარლამენტო მანდატებისთვის, თუ რეალური ცვლილებებისთვის. საზოგადოებას სჭირდება თუ გინდა განსხვავებული, მაგრამ მკაფიო პასუხები და ხედვები კონკრეტული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით", - ნათქვამია ნაცვლიშვილის განცხადებაში.