logo
ENG



ბექა ფერაძე: აჭარაში 600-მდე ბიზნეს-ობიექტს გავაფრთხილეთ, 15-მდე - დავაჯარიმეთ

13 სექ 202016:51
3 წუთის საკითხავი
 
6nrxq5q89eq9sbn.png

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, აჭარაში 600-მდე ბიზნეს სუბუექტს გაფრთხილება მიეცა, ხოლო 15 ობიექტი დაჯარიმდა. ფერაძის თქმით, ისინი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილ რეკომენდაციებს სათანადოდ არ იცავდნენ.

ფერაძემ განცხადება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, შემოწმდა კვების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, მარკეტები და სავაჭრო ცენტრები.

„გამოვლინდა ხარვეზები, სადაც საჯარიმო სანქციები გამოვიყენეთ, მათ შორის ქსელური მარკეტების მიმართ ასევე, 7 შემთხვევაში გამოვიყენეთ სანქცია ქორწილის, ქელეხის, დაბადების დღის აღნიშვნის გამო", - თქვა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა.

მისივე განცხადებით, გადამოწმდა ტრანსპორტიც. გააფრთხილეს როგორც მოქალაქეები, ისე მძღოლები.

მანამდე აჭარაში 4 კლუბს საქმიანობის უფლება შეუჩერეს და 10-10 ათასი ლარით დააჯარიმეს.

13 სექტემბერს კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 88 - აჭარაში.


close დახურვა