logo
ENG



ბიზნესის ინიციატივების კოორდინაციისთვის სპეციალური პლატფორმა იქმნება

18 მარ 202014:31
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის ადმინისტრაციაში ​კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა მიმდინარეობს. ჯანდაცვის გუნდის შემდეგ, კომისია შეხვედრას ეკონომიკურ გუნდთან აგრძელებს. ცნობილია, რომ შეხვედრაზე კორონავირუსის მიერ ეკონომიკაზე მიყენებული ზარალის შესახებ მსჯელობენ, ასევე ლარის კურსსზეც. აღსანიშნავია ისიც, რომ ბიზნესთან უკეთესი თანამშრომლობის მიზნით იგეგმება სპეციალური პლატფორმის შექმნა. აღნიშნულში ბიზნესსექტორის სოციალური პასუხიმსგებლობის ნაწილზე გამახვილდება ყურადღება.

"მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კომპანიისგან გვაქვს არაკეთილსინდისიერი ქმედების რამდენიმე შემთხვევა, ვინც ცდილობს სარგებელი მიიღოს, გარდა ამისა ჩვენს ბიზნესში ბევრი სამაგალითო შემთხვევაა. როცა სოციალური პასუხისმგებლობა კონკრეტულ ნაბიჯებში გადაიზარდა და ამისთვის შეიქმნება კონკრეტული პლატფორმაც, რომელსაც ბიზნესომბუდსმენი უხელმძღვანელებს. ეს იქნება პლატფორმა, სადაც თანამშრომლობა იქნება უფრო ეფექტური",-აღნიშნა გიორგი გახარიამ.


close დახურვა