logo
ENG



ბიზნესმენი რუსეთის მოქალაქეობით, ვინ არის კლიმენტი კეკუტია - შაბათის ფორმულა

01 მაი 202120:02
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულამ გაარკვია, ვინ არის ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია, რომელიც საზოგადოებამ პირველად, ჭყონდიდში, ბზობის დღესასწაულზე ნახა.

ბიზნესმენი სოფელ სალხინოში 200 ათას კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს ფლობს. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ის შპს ოჯალეშის 100%-იანი წილის მფლობელია და გარდა საქართველოსი, რუსეთის მოქალაქეც არის. მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არსებობს რუსეთში ერთ-ერთ პოპულარულ მონაცემთა ბაზაშიც.

კეკუტიას რუსეთში რეგისტრირებული 5 კომპანიიდან, მოქმედი მხოლოდ ოოო ოდჟალეშია. კლიმენტი კეკუტიას მსგავსად, ორმაგი მოქალაქეობა აქვს მის შვილს, გიორგისაც, რომელიც საქართველოში მოქმედი შპს ოჯალეშის დირექტორია. გარდა ამისა, ის კიდევ ხუთი კომპანიის მეწილეა. მათგან ერთ-ერთში, შპს მარტ-სტოუნში მისი პარტნიორი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე გრიგალავას შვილი - ლაშა გრიგალავაა.  


close დახურვა