logo
ENG



ბიზნესმენის თქმით, ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე იარაღით დაემუქრა

11 დეკ 202111:43
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: მთავარი არხი

ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე ამბობს, რომ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, ბესო ცეცხლაძე იარაღით დაემუქრა. 

ბიზნესმენის თქმით, ცეცხლაძე მას კომერციული ფართის საფასურის დაკლებას სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი იარაღით დაემუქრა. 

კომერციულ ფართის კვადრატული მეტრის ფასი 2 ათასი დოლარია, მუნიციპალური ინსპექციის მაღალჩინოსანს კი მისი შეძენა 500 დოლარად სურდა.

"იყო სულ მარტო მოსული, არანაირი ფორმა არ ეცვა. ჩვენმა თანამშრომელმა უთხრა, თქვენ როგორ ლაპარაკობთო, თუ თანამდებობის პირი ხართ, როგორ იქცევითო. ისიც შეუბრუნდა და უთხრა, შენ არ ჩაერიო, თორემ გაგიხვრეტ შუბლსო. მე ჩავდექი შუაში, რას შვებით, გაჩერდით მეთქი. იმან ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და მუშებს დაუწყო დევნა". - თქვა მერაბ ფარტენაძემ. 

მომხდართან დაკავშირებით საქმე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. 


close დახურვა