logo
ENG



ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ თანამდებობა დატოვა

11 ნოე 201915:28
3 წუთის საკითხავი
 
i8c54y9giz0bqvm.jpg

ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადებას ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოზიციიდან წასვლა შეთანხმებულ ალტერნატიულ გეგმებს უკავშირდება, რომლის შესახებაც უახლოეს მომავალში ისაუბრებს.

„მეგობრებო. მინდა გაცნობოთ რომ დასრულდა ჩემი 22 თვიანი მოღვაწეობა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის პოზიციაზე.

მინდა მადლობა გადავუხადო ბიზნეს კომპანიებს და ბიზნეს ასოციაციებს ნდობისთვის, აქტიური თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის;

მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უწყებებს, საქართველოს პარლამენტს საინტერესო თანამშრომლობისთვის, დისკუსიებისთვის, ოპონირებისთვის და ბიზნესისთვის რიგი სასარგებლო გადაწყვეტილებებისთვის;

მადლობა მინდა გადავუხადო დონორ და პროფესიულ ორგანიზაციებს, მათთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ ინსტიტუტის გაძლიერებისთვის და საერთაშორისო პლატფორმებზე წარმოჩენისთვის.

მადლობა მედიას მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის!

მადლობა ბიზნესომბუდსმენის აპარატის ყველა თანამშრომელს თავდადებული შრომისთვის ბიზნესის მხარდასაჭერად!

- პ.ს. აქვე გეტყვით რომ 22 თვიანი მუშაობის პერიოდში ჩვენმა აპარატმა 565 საქმე განიხილა, რომელთაგანაც 300 ზე მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება და 68% ში ბიზნესის მოთხოვნები სრულად ან ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული.

პ.ს. მინდა აქვე განვაცხადო რომ ჩემი პოზიციიდან წასვლა უკავშირდება შეთანხმებულ ალტერნატიულ გეგმებს, რომლის შესახებაც უახლოეს მომავალში ვისაუბრებ და ეს არ არის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება!,'- წერს ლექვინაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესომბუდსმენს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.

 


close დახურვა