logo
ENG



ბილაინი შეფერხებით მუშაობს

31 ოქტ 202216:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/31/z7ev44orqds5vxe.jpg

ბილაინი შეფერხებით მუშაობს.

კომპანიის განცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოში მომხმარებელთა ნაწილი ქსელით ვერ სარგებლობს, დასავლეთ საქართველოში კი აბონენტებს შეფერხება ინტერნეტით სარგებლობაზე აქვთ.

"ძვირფასო აბონენტებო, ამჟამად მომხმარებელთა გარკვეულ ნაწილს აღმოსავლეთ საქართველოში აქვს შეზღუდვა ქსელით სარგებლობაზე. შესაბამისი სამუშაოები უკვე სრულდება და კავშირი უმოკლეს დროში აღდგება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, იქ აღდგენითი სამუშაოები ჯერ მიმდინარეობს და აბონენტებს აქვთ შეფერხება ინტერნეტით სარგებლობაზე. დიდ ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისათვის. ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ საკითხის რაც შეიძლება სწრაფად მოსაგვარებლად", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა