logo
ENG



COMCOM: 2020 წელს აბონენტების 41% მაგთის მომხმარებელი იყო, 33% - სილქნეტის, 26% - ბილაინის

01 ივნ 202113:43
3 წუთის საკითხავი
clock 1486
COMCOM: 2020 წელს აბონენტების 41% მაგთის მომხმარებელი იყო, 33% - სილქნეტის, 26% - ბილაინის

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, საქართველოში მობილური მომსახურების ბაზარზე პენეტრაცია კვლმაღალია და 148%-ს შეადგენს.

კომისია აცხადებს, რომ მობილური აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის ბოლოს 5.1 მლნ შეადგინა.

აბონენტების რაოდენობა კომპანიების მიხედვით ასე გადანაწილდა: მაგთიკომი – 41%, სილქნეტი - 33%, ხოლო ბილაინი – 26%.

2020 წელს მობილურ მომსახურებაზე ყველაზე მეტს 9.9 ლარს მაგთიკომის აბონენტები ხარჯავენ, სილქნეტის აბონენტები - 9.3 ლარს, ხოლო ყველაზე ნაკლებს - 6.1 ლარს ბილაინის აბონენტები. 

ასევე, კომისიის განცხადებით, მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდება.

კერძოდ: 

2016 წლიდან 2020 წლის ბოლომდე საშუალოდ მობილური ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობის წლიურმა ზრდამ 7.1% შეადგინა.

2020 წლის ბოლოსთვის ინტერნეტ მომსახურებით მობილური ქსელის აბონენტების 3.3 მლნ სარგებლობს.

მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობის სწრაფი ტემპით ზრდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით არის განპირობებული: საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო იზრდება მობილური ინტერნეტ ტექნოლოგიების მოხმარება, რაც მოსახლეობაში ციფრული უნარ-ჩვევების განვითარებითაა გამოწვეული. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდა თაობაში; გაზრდილია მოთხოვნილება ონლაინ რეჟიმში ინფორმაციის წვდომაზე; დინამიკაში მუდმივად იცვლება მობილური მომხმარებლის ქცევა სატელეკომუნიკაციო მომსახურებების მოხმარების კუთხით; სულ უფრო მეტი მომსახურება გადადის ონლაინ/ციფრულ სივრცეში, რაც თავისთავად ხელს უწყობს მოხმარების ზრდას. 2020 წლის ბოლოსთვის ყველაზე მეტი

მობილურ ინტერნეტს მოიხმარდა სილქნეტის 1.17 მლნ მომხმარებელი, მაგთის - 1.08 მლნ აბონენტი, ბილაინს - 1 მილიონი. 

2019 წელთან შედარებით, 2020 წელს ჯამური გამავალი ხმოვანი ტრაფიკი 2.7%-ით გაიზარდა და 10.2 მლრდ წუთი შეადგინა. მობილური ოპერატორების ჭრილში, 2020 წლის IVკვარტლის მონაცემების მიხედვით, საშუალოდ თვეში ყველაზე მეტს „ბილაინის“ აბონენტები საუბრობენ, რაც კომპანიის მიერ შეთავაზებული შედარებით დაბალი ტარიფებითაა გამოწვეული, შემდეგ „სილქნეტის“ მომხმარებლები, ხოლო ყველაზე ცოტას - „მაგთიკომის“ აბონენტები საუბრობენ.


close დახურვა