ბრალდებულის გავლენიან მფარველებს უკავშირებს ოპოზიციონერი დეპუტატი 12-წლიანი დავის გაჭიანურებას. ხმაურით დაწყებულ სასამართლო პროცესზე, ლევან ხაბეიშვილმა მოსამართლეს, ბინის გარეშე დარჩენილი 24 ოჯახის საქმის დროულად დასრულება სთხოვა, რადგან 12 წელია დაზარალებულები ვერც ბინას იღებენ და ვერც მის ასაშენებლად გადახდილ ფულს იბრუნებენ.