logo
ENG



ბიომეტრული პასპორტის გამოცვლის წესი იცვლება

24 ოქტ 201914:25
3 წუთის საკითხავი
 
neilofa7skunhon.png

საზღვარგარეთის პასპორტის გამოცვლის წესში ცვლილებები შედის. როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღეიდან აუცილებელი იქნება, მოქალაქემ წარადგინოს დასტური, რომ პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შესახებ პოლიციაში განაცხადა. მისივე თქმით, ცვლილებების მიზანი ვიზარიბელაზციის შენარჩუნებაა.

„აუცილებელი იქნება ბიომეტრული პასპორტის ჩანაცვლებამდე მოქალაქემ მოიტანოს დასტური, რომ ამის შესახებ განაცხადა პოლიციაში. ეს შეეხება არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ჩვენ მოქალქეებს, არამედ ყველა ჩვენს მოქალაქეს, ვინც უცხოეთში იმყოფება. უცხოეთში მყოფი მოქალაქეები იმ ქვეყნის დადგენილი წესით, რომელ ქვეყანაშიც იმყოფებიან, ჯერ უნდა მივიდნენ შესაბამის ორგანოში, ეს იქნება პოლიცია თუ სხვა, განაცხადონ, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტი დაკარგეს ან მოპარეს და იქიდან წამოღებული ცნობით მივიდნენ საკონსულოში. მხოლოდ ამ ცნობით შეიძლება დაკარგული ან მოპარული პასპორტის ჩანაცვლება,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.


close დახურვა